2017 წელს აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმი აღნიშნავს დაარსებიდან 130 წლის 
იუბილეს. ამ ღირსშესანიშნავ თარიღთან დაკავშირებით მაისის თვეში, მუზეუმების 
საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში იგეგმება არაერთი მნიშვნელოვანი 
ღონისძიება: გამოფენა, კონფერენცია და სხვა აქტივობები. სწორედ ამ მოვლენას 
ეძღვნება TC2 ჟაკარდის ვორქშოფი: უწყვეტი ძაფი. 
 
 

TC2 ჟაკარდის ვორქშოფი: უწყვეტი ძაფი 
 

15-17. მაისი, 2017 აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმი, ცაბაძის ქ. თბილისი, 
საქართველო 
 
ვორქშოფის ხელმძღვანელი ვიბეკე ვესტბი, ნორვეგია; კატრინ ამიდეი, აშშ 
 
ორშაბათი 15 მაისი 
10.00 – 18.00 
სამშაბათი 16 მაისი 
9.00 – 17.00 
ოთხშაბათი 17 მაისი 
9.00 – 17.00 
 
შესვენება: ორშაბათი 13:00-14:00; სამშაბათი და ოთხშაბათი 12:00 -13:00 
მონაწილეთა რაოდენობა: 14 
 
თითოეულმა მონაწილემ უნდა იქონიოს ლეპტოპი ფოტოშოპის პროგრამით. 
აუცილებელია ფოტოშოპის საბაზისო ცოდნა. 
 
3 დღიანი ვირქშოფი შესაძლებელობას მოგცემთ გაეცნოთ ჟაკარდული ქსოვისთვის 
ფოტოშოპის გამოყენების ძირითად პრინციპებს. 
ვორქშოფისთვის ვიმუშავებთ ჟაკარდულ დაზგა TC2 ზე, რომლის სიგანეა 85 სმ და 
შევქმნით 36.5 სმ ჟაკარდულ ქსოვილს. 
მასალად გამოვიყენებთ: ქსელის ძაფი - ბამბა, პოლიესტერი. 
მისაქსელი - ბამბა, შალი აბრეშუმი და სხვა. 
 
ვორქშოფი: როგორ გავაანალიზოთ უკვე არსებული ქსოვილის დიზაინი 
ფოტოშოპის პროგრამის დახმარებით. 
 
ვორქშოფის მიზანია: ქსოვილის ძველი ნიმუშების გაცნობა, კოპირება და მათ 
საფუძველზე ახალი დიზაინის შექმნა. 
ქსოვილის შესაძლო გამოყენება: ავეჯი, სამოსი, არქიტექტურა. 
 
 
დღე 1: 
ჟაკარდული დაზგა TC2-ის გაცნობა 
“Damask type” ქსოვილის შერჩევა (დიზაინი თავისუფალი ფორმებით): 

•   ქსელის რაოდენობის განსაზღვრა ქსოვილში 

•   მისაქსელის რაოდენობა განსაზღვრა ქსოვილში 
•  ქსოვილის სტრუქტურის რაოდენობის განსაზღვრა 
•   მასალის შერჩევა (ქსოვისთვის სათანადო ძაფის ამორჩევა ძაფის ნომრის 

მიხედვით) 

•  ქსელის და მისაქსელის სიმჭიდროვის განსაზღვრა 
•   

ფოტოშოპის შირითადი პრინციპები: 
 

•   საბაზისო ინსტუმენტები (Basic Drawing tools ) 
•   ჯადოსნური ჯოხი და პარამეტრები (Magic wand & settings) 
•   ლასო (Lasso tools) 
•  ქაღალდის დაწერტილება - ჩართვა / გამორთვა (Point paper on /off) 
•   შრეების კონცეფცია (The concept of Layers) 

 
შერჩეული ნიმუშის კომპიუტერში შეტანა კამერის/სკანერის  
საშუალებით 

•  დიზაინის ელემენტების სტრუქტურის შესწავლა, ნაწილებად დაშლა 
•   თითოეული ელემენტის დაკოპირება სხვადასვა ფერით სხვადასხვა 
       შრეზე 
•  მასშტაბი: ქსელის სიმჭიდროვის ცოდნის შემთხვევაში ნაქსოვის ზომის 

            განსაზღვრა 
 
გამოსახულებაზე მუშაობის დასრულების შემდეგ ფერების გაერთიანება. დარჩენილი 
ფერების შრეებზე დალაგება. ნიმუში მზადაა ქსოვისთვის! 
 
დღე 2 
ჯგუფი აგრძელებს ჟაკარდულ დაზგასთან მუშაობას. 
შეცვალეთ თქვენი დიზაინი: აირჩიეთ ერთი ან რამდენიმე შესაძლო გზა: 

•   გაზარდეთ ან შეამცირეთ გამოსახულება 
•   დაამატეთ ჩარჩო 
•   გაამრავლეთ შრე 
•   დაამატეთ შრე ახალი გამოსახულებით (ტექსტი/ფოტო) 
•  შეარჩეით ძაფი სისქის მიხედვით (რეზოლუცია) 
•  მოამზადეთ დიზაინი 2-3 მაქოზე სამუშაოდ 

 
მოქსოვეთ მეორე დღეს შექმნილი დიზინი. 
 
 
დღე 3: 
დამუშავებული მასალის, ფოტოების ასლების, ფოტოშოპში გამზადებული 
ფაილების გადატანა საქაღალდეში psd, tiff, jpg, bmp, wif, pat ფორმატით. 
შეცვალეთ დიზაინი 2-3 მაქოზე სამუშაოდ. 
ვორქშოფი დასრულდება ჟაკარდული ქსოვილების ნიმუშების პრეზენტაციით. 
 
ვიბეკე ვესტბი, Digital Weaving Norway © 2017