საქართველოს

 

    კონსტიტუცია

ჩვენ,  საქართველოს  მოქალაქენი,  რომელთა  ურყევი  ნებაა,  დავამკვიდროთ  დემოკრატიული
საზოგადოებრივი 

წესწყობილება,

 ეკონომიკური 

თავისუფლება,

 სოციალური 

და

სამართლებრივი  სახელმწიფო,  უზრუნველვყოთ  ადამიანის  საყოველთაოდ  აღიარებული
უფლებანი და თავისუფლებანი, განვამტკიცოთ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა და სხვა
ხალხებთან 

მშვიდობიანი 

ურთიერთობა,

 ქართველი 

ერის 

მრავალსაუკუნოვანი

სახელმწიფოებრიობის ტრადიციებსა და საქართველოს 1921 წლის კონსტიტუციის ისტორიულ-
სამართლებრივ  მემკვიდრეობაზე  დაყრდნობით  ღვთისა  და  ქვეყნის  წინაშე  ვაცხადებთ  ამ
კონსტიტუციას.

თავი

 

    პირველი

 

 .   ზოგადი

 

    დებულებები

მუხლი

 

    1

. სახელმწიფო სუვერენიტეტი

1.  საქართველო  არის  დამოუკიდებელი,  ერთიანი  და  განუყოფელი  სახელმწიფო,  რაც
დადასტურებულია  1991  წლის  31  მარტს  ქვეყნის  მთელ  ტერიტორიაზე,  მათ  შორის  აფხაზეთის
ასსრ-ში და ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში ჩატარებული რეფერენდუმით და 1991
წლის 9 აპრილის საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტით.
2.  საქართველოს  სახელმწიფოს  ტერიტორია  განსაზღვრულია  1991  წლის  21  დეკემბრის
მდგომარეობით.  საქართველოს  ტერიტორიული  მთლიანობა  და  სახელმწიფო  საზღვრების
ხელშეუხებლობა  დადასტურებულია  საქართველოს  კონსტიტუციითა  და  კანონებით,
აღიარებულია სახელმწიფოთა მსოფლიო თანამეგობრობისა და საერთაშორისო ორგანიზაციების
მიერ.  საქართველოს  სახელმწიფოს  ტერიტორიის  გასხვისება  აკრძალულია.  სახელმწიფო
საზღვრების  შეცვლა  შეიძლება  მხოლოდ  მეზობელ  სახელმწიფოსთან  დადებული  ორმხრივი
შეთანხმებით.

მუხლი 2. სახელმწიფო სიმბოლოები
1. საქართველოს სახელმწიფოს სახელწოდებაა „საქართველო“.
2. საქართველოს დედაქალაქი არის თბილისი.
3.  საქართველოს  სახელმწიფო  ენა  არის  ქართული,  ხოლო  აფხაზეთის  ავტონომიურ
რესპუბლიკაში აგრეთვე აფხაზური. სახელმწიფო ენა დაცულია ორგანული კანონით.
4.  საქართველოს  სახელმწიფო  დროშა,   გერბი   და   ჰიმნი  დადგენილია  ორგანული  კანონით,
რომელიც გადაისინჯება კონსტიტუციის გადასინჯვისთვის განსაზღვრული წესით.

მუხლი

 

  

3. დემოკრატია

1. საქართველო არის დემოკრატიული სახელმწიფო.
2.   საქართველოს   სახელმწიფოს   პოლიტიკური   წყობილების   ფორმა   არის   დემოკრატიული
რესპუბლიკა.

3. სახელმწიფო ხელისუფლების წყაროა ხალხი. ხალხი ძალაუფლებას ახორციელებს არჩევნების,
აგრეთვე რეფერენდუმისა და უშუალო დემოკრატიის სხვა ფორმების მეშვეობით. არჩევნებსა და
რეფერენდუმში მონაწილეობა საქართველოს თითოეული მოქალაქის ვალია.
4. არავის აქვს უფლება მიითვისოს ხელისუფლება. საყოველთაო არჩევნებით არჩეული ორგანოს
მიმდინარე   უფლებამოსილების   ვადის   კონსტიტუციით   ან   კანონით   შემცირება   ან   გაზრდა
დაუშვებელია.
5.   პოლიტიკური   პარტიები   მონაწილეობენ   ხალხის   პოლიტიკური   ნების   ფორმირებაში.
პოლიტიკური   პარტიების   საქმიანობა   ეფუძნება   მათი   თავისუფლების,   თანასწორობის,
გამჭვირვალობის და შიდაპარტიული დემოკრატიის პრინციპებს.

მუხლი

 

  

4. სამართლებრივი სახელმწიფო

1. საქართველო არის სამართლებრივი სახელმწიფო.
2.  სახელმწიფო  ცნობს  და  იცავს  ადამიანის  საყოველთაოდ  აღიარებულ  უფლებებსა  და
თავისუფლებებს,  როგორც  წარუვალ  და  უზენაეს  ადამიანურ  ღირებულებებს.  ხელისუფლების
განხორციელებისას  ხალხი  და  სახელმწიფო  შეზღუდული  არიან  ამ  უფლებებითა  და
თავისუფლებებით,  როგორც  უშუალოდ  მოქმედი  სამართლით.  კონსტიტუცია   არ   უარყოფს
ადამიანის  საყოველთაოდ  აღიარებულ  უფლებებსა  და  თავისუფლებებს,  რომლებიც აქ არ არის
მოხსენიებული, მაგრამ თავისთავად გამომდინარეობს კონსტიტუციის პრინციპებიდან.
3.   სახელმწიფო  ხელისუფლება  ხორციელდება  ხელისუფლების  დანაწილების  პრინციპზე
დაყრდნობით.
4.  სახელმწიფო  ხელისუფლება  ხორციელდება  კონსტიტუციით  და   კანონით  დადგენილ
ფარგლებში. საქართველოს კონსტიტუცია სახელმწიფოს უზენაესი კანონია. საკანონმდებლო და
სხვა   ნორმატიული   აქტების  მიღებისა  და  გამოცემის   წესი  და   მათი  იერარქია   განისაზღვრება
კონსტიტუციითა და ორგანული კანონით.
5.  საქართველოს  კანონმდებლობა  შეესაბამება  საერთაშორისო  სამართლის  საყოველთაოდ
აღიარებულ  პრინციპებსა  და  ნორმებს. საქართველოს  საერთაშორისო  ხელშეკრულებას, თუ იგი
არ   ეწინააღმდეგება  საქართველოს  კონსტიტუციას  ან   კონსტიტუციურ   შეთანხმებას,  აქვს
უპირატესი იურიდიული ძალა შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტის მიმართ.

მუხლი

 5. სოციალური სახელმწიფო

1. საქართველო არის სოციალური სახელმწიფო.
2.   სახელმწიფო   ზრუნავს   საზოგადოებაში   სოციალური   სამართლიანობის,   სოციალური
თანასწორობისა და სოციალური სოლიდარობის პრინციპების განმტკიცებაზე.
3.   სახელმწიფო   ზრუნავს   ქვეყნის   მთელი   ტერიტორიის   თანაბარი   სოციალურ-ეკონომიკური
განვითარებისათვის.   მაღალმთიანი   რეგიონების   განსავითარებლად   კანონი   ქმნის
განსაკუთრებულ პირობებს.
4.   სახელმწიფო   ზრუნავს   მოქალაქის   ჯანმრთელობისა   და   სოციალურ   დაცვაზე,   საარსებო
მინიმუმითა   და   ღირსეული   საცხოვრებლით   უზრუნველყოფაზე.   სახელმწიფო   ხელს   უწყობს
მოქალაქეს   დასაქმებაში.   საარსებო   მინიმუმის   უზრუნველყოფის   პირობები   განისაზღვრება
კანონით.

5. სახელმწიფო ზრუნავს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის განვითარებაზე,
კულტურული მემკვიდრეობის დაცვაზე.

მუხლი 6. ეკონომიკური თავისუფლება
1. ეკონომიკური თავისუფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია.
2.   სახელმწიფო   ზრუნავს   თავისუფალი   და   ღია   ეკონომიკის,   თავისუფალი   მეწარმეობისა   და
კონკურენციის განვითარებაზე.
3.  დაუშვებელია  საკუთრების,  მისი  შეძენის,  გასხვისების  ან  მემკვიდრეობით  მიღების
საყოველთაო უფლების გაუქმება.

მუხლი

 7. ტერიტორიული მოწყობის საფუძვლები

1. საქართველოს უმაღლეს სახელმწიფო ორგანოთა განსაკუთრებულ გამგებლობას მიეკუთვნება:
ა)  კანონმდებლობა  საქართველოს  მოქალაქეობის,  ადამიანის  უფლებების,  ემიგრაციისა  და
იმიგრაციის,  ქვეყანაში  შემოსვლისა  და  გასვლის,  საქართველოში  სხვა  სახელმწიფოების
მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა დროებით ან მუდმივად ყოფნის შესახებ; 
ბ) სისხლის სამართლისა და სასჯელაღსრულების, სამოქალაქო სამართლის, ინტელექტუალური
საკუთრებისა და სავაჭრო, ადმინისტრაციული სამართლისა და შრომის სამართლის, საპროცესო
კანონმდებლობა;  მიწის,  წიაღისეულისა  და  ბუნებრივი  რესურსების  კანონმდებლობა;
ფარმაცევტული 

პრეპარატების 

კანონმდებლობა; 

კანონმდებლობა 

საგანმანათლებლო

დაწესებულებების  აკრედიტაციისა  და  აკადემიური  ხარისხების  შესახებ;  მეცნიერებათა
ეროვნული აკადემია; 
გ)  საგარეო  პოლიტიკა  და  საერთაშორისო  ურთიერთობები;  საგარეო  ვაჭრობა,  საბაჟო  და
სატარიფო რეჟიმები;
დ)  სახელმწიფოს  თავდაცვა,  შეიარაღებული  ძალები,  სამხედრო  მრეწველობა  და  იარაღით
ვაჭრობა;  ომისა  და  ზავის  საკითხები;  საგანგებო  და  საომარ  მდგომარეობათა  სამართლებრივი
რეჟიმის დადგენა და შემოღება; სასამართლოები და პროკურატურა; სახელმწიფო უსაფრთხოება;
კრიმინალური  პოლიცია  და  გამოძიება;  სახელმწიფო  საზღვრების  სტატუსი,  რეჟიმი  და  დაცვა;
სასაზღვრო-სანიტარული კორდონი;
ე)  სახელმწიფო  ფინანსები  და  სახელმწიფო  სესხი;  ფულის  ემისია;  საბანკო,  საკრედიტო,
სადაზღვევო და საგადასახადო კანონმდებლობა;
ვ)  სახელმწიფოებრივი  მნიშვნელობის  რკინიგზა  და  საავტომობილო  გზები;  ერთიანი
ენერგეტიკული  სისტემა  და  რეჟიმი;  კავშირგაბმულობა;  ტერიტორიული  წყლების,  საჰაერო
სივრცის,  კონტინენტური  შელფისა  და  განსაკუთრებული  ეკონომიკური  ზონის  სტატუსი,  მათი
დაცვა;  ავიაცია;  სავაჭრო  ფლოტი;  გემთა  ალმები;  საერთო-სახელმწიფოებრივი  მნიშვნელობის
ნავსადგურები; თევზჭერა  ოკეანესა  და  ღია  ზღვაში;  მეტეოროლოგია; გარემოს  მდგომარეობაზე
დაკვირვების  სისტემა;  სტანდარტები  და  ეტალონები;  გეოდეზია  და  კარტოგრაფია;  ზუსტი
დროის დადგენა; სახელმწიფო სტატისტიკა.
2.  აფხაზეთის   ავტონომიური   რესპუბლიკისა   და  აჭარის  ავტონომიური  რესპუბლიკის
უფლებამოსილებები   და   მათი   განხორციელების   წესი  განისაზღვრება  საქართველოს
კონსტიტუციური კანონებით, რომლებიც კონსტიტუციის განუყოფელი ნაწილია.

3. საქართველოს ტერიტორიული სახელმწიფოებრივი მოწყობა გადაისინჯება კონსტიტუციური
კანონით უფლებამოსილებათა გამიჯვნის პრინციპის საფუძველზე ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე
საქართველოს იურისდიქციის სრულად აღდგენის შემდეგ.
4.  საქართველოს  მოქალაქეები  ადგილობრივი  მნიშვნელობის  საქმეებს  აწესრიგებენ
ადგილობრივი თვითმმართველობის მეშვეობით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
უფლებამოსილებათა გამიჯვნა  სახელმწიფო ხელისუფლებასა და  თვითმმართველ  ერთეულებს
შორის  ეფუძნება  სუბსიდიარობის  პრინციპს.   სახელმწიფო   უზრუნველყოფს  თვითმმართველი
ერთეულის   ფინანსური   სახსრების   შესაბამისობას   ორგანული   კანონით   დადგენილ   მის
უფლებამოსილებებთან.

მუხლი 8. სახელმწიფოს და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ურთიერთობა
რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლებასთან ერთად, სახელმწიფო აღიარებს საქართველოს
სამოციქულო  ავტოკეფალური  მართლმადიდებელი  ეკლესიის  განსაკუთრებულ  როლს
საქართველოს  ისტორიაში  და  მის  დამოუკიდებლობას  სახელმწიფოსაგან.  საქართველოს
სახელმწიფოსა  და  საქართველოს  სამოციქულო  ავტოკეფალური  მართლმადიდებელი  ეკლესიის
ურთიერთობა  განისაზღვრება  კონსტიტუციური  შეთანხმებით,   რომელიც  სრულად  უნდა
შეესაბამებოდეს  საერთაშორისო  სამართლის  საყოველთაოდ  აღიარებულ  პრინციპებსა  და
ნორმებს.

თავი მეორე. ადამიანის ძირითადი უფლებ

ბი

მუხლი 9. ადამიანის ღირსების უფლება
1. ადამიანის ღირსება ხელშეუვალია და მას იცავს სახელმწიფო.
2.  დაუშვებელია  ადამიანის  წამება,  არაადამიანური   ან   დამამცირებელი  მოპყრობა,  სასტიკი,
არაადამიანური ან დამამცირებელი სასჯელის გამოყენება.

მუხლი 10. სიცოცხლისა და ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლებები
1. ადამიანის სიცოცხლე დაცულია. სიკვდილით დასჯა აკრძალულია.
2. ადამიანის ფიზიკური ხელშეუხებლობა დაცულია.

მუხლი 11. თანასწორობის უფლება
1.  ყველა  ადამიანი  სამართლის  წინაშე  თანასწორია.  აკრძალულია დისკრიმინაცია  რასის,  კანის
ფერის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, სქესის,  რელიგიის, პოლიტიკური და სხვა
შეხედულებების,  სოციალური   კუთვნილების,  ქონებრივი  და  წოდებრივი  მდგომარეობის,
საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით.
2.  საერთაშორისო  სამართლის  საყოველთაოდ  აღიარებული  პრინციპებისა  და  ნორმების  და
საქართველოს კანონმდებლობის  შესაბამისად  საქართველოს მოქალაქეებს, განურჩევლად მათი
ეთნიკური,   რელიგიური   თუ   ენობრივი   კუთვნილებისა,  უფლება  აქვთ  ყოველგვარი
დისკრიმინაციის  გარეშე  შეინარჩუნონ   და  განავითარონ  თავიანთი  კულტურა,  ისარგებლონ
დედაენით პირად ცხოვრებაში და საჯაროდ.

3.  სახელმწიფო  უზრუნველყოფს  თანაბარ  უფლებებსა  და  შესაძლებლობებს  მამაკაცებისა  და
ქალებისათვის. სახელმწიფო იღებს განსაკუთრებულ ზომებს მამაკაცებისა და ქალების არსებითი
თანასწორობის უზრუნველსაყოფად და უთანასწორობის აღმოსაფხვრელად.
4. სახელმწიფო ქმნის განსაკუთრებულ პირობებს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა
უფლებებისა და ინტერესების რეალიზებისათვის.

მუხლი

 12. პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება

ყველას აქვს საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება.

მუხლი

 13. ადამიანის თავისუფლება

1. ადამიანის თავისუფლება დაცულია.
2.  თავისუფლების  აღკვეთის ან თავისუფლების სხვაგვარი  შეზღუდვის  შეფარდება  დასაშვებია
მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით.
3.  ადამიანის  დაკავება  დასაშვებია  კანონით  განსაზღვრულ  შემთხვევებში  კანონით
უფლებამოსილი პირის მიერ. დაკავებული პირი უნდა წარედგინოს სასამართლოს განსჯადობის
მიხედვით  არაუგვიანეს  48  საათისა.  თუ  მომდევნო  24  საათის  განმავლობაში  სასამართლო  არ
მიიღებს  გადაწყვეტილებას  დაპატიმრების  ან  თავისუფლების  სხვაგვარი  შეზღუდვის  შესახებ,
პირი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს. 
4.  პირს დაკავებისთანავე  უნდა  განემარტოს  მისი  უფლებები  და  დაკავების  საფუძველი.  პირს
დაკავებისთანავე შეუძლია მოითხოვოს ადვოკატის დახმარება, რაც უნდა დაკმაყოფილდეს.
5. ბრალდებულის პატიმრობის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 9 თვეს.
6.  ამ  მუხლის  მოთხოვნათა  დარღვევა  ისჯება  კანონით.  უკანონოდ  თავისუფლებაშეზღუდულ
პირს აქვს კომპენსაციის მიღების უფლება.

მუხლი 14

. მიმოსვლის თავისუფლება

1.  ყველას,  ვინც  კანონიერად  იმყოფება  საქართველოში,  აქვს  ქვეყნის  მთელ  ტერიტორიაზე
თავისუფალი მიმოსვლის, საცხოვრებელი ადგილის თავისუფალი არჩევისა და საქართველოდან
თავისუფლად გასვლის უფლება.
2.  ამ  უფლებათა  შეზღუდვა  შეიძლება  მხოლოდ  კანონის  შესაბამისად,  დემოკრატიული
საზოგადოების 

არსებობისათვის 

აუცილებელი 

სახელმწიფო 

და

 საზოგადოებრივი

უსაფრთხოების უზრუნველყოფის, დანაშაულის თავიდან აცილების, ჯანმრთელობის დაცვის ან
მართლმსაჯულების განხორციელების მიზნით.
3. საქართველოს მოქალაქეს შეუძლია თავისუფლად შემოვიდეს საქართველოში.

მუხლი   15.  პირადი   სივრცისა   და   კომუნიკაციის   ხელშეუხებლობისა   და   ინფორმაციული
თვითგამორკვევის უფლებები
1. ადამიანის პირადი სივრცე და კომუნიკაცია ხელშეუხებელი და დაცულია. არავის აქვს უფლება
შევიდეს  საცხოვრებელ  და  სხვა  მფლობელობაში  მფლობელი   პირის  ნების  საწინააღმდეგოდ,
აგრეთვე ჩაატაროს ჩხრეკა.

2.  ამ   უფლებათა  შეზღუდვა  დაიშვება  მხოლოდ   კანონის   შესაბამისად,  დემოკრატიულ
საზოგადოებაში 

აუცილებელი

 სახელმწიფო 

ან   საზოგადოებრივი

 უსაფრთხოების

უზრუნველსაყოფად,  დანაშაულის  თავიდან  ასაცილებლად  ან  სხვათა  უფლებების  დასაცავად
სასამართლოს გადაწყვეტილებით ან მის გარეშეც, კანონით გათვალისწინებული გადაუდებელი
აუცილებლობისას.  უფლების   შეზღუდვის   შესახებ   არაუგვიანეს   12   საათისა   უნდა   ეცნობოს
სასამართლოს, რომელიც შეზღუდვის კანონიერებას ადასტურებს მიმართვიდან არაუგვიანეს 24
საათისა.
3.  ოფიციალურ  ჩანაწერებში  არსებული  ინფორმაცია,  რომელიც  დაკავშირებულია  ადამიანის
ჯანმრთელობასთან,  ფინანსებთან  ან  სხვა  კერძო  საკითხებთან,  არავისთვის  უნდა  იყოს
ხელმისაწვდომი  თვით  ამ  ადამიანის  თანხმობის  გარეშე,  გარდა  კანონით  დადგენილი
შემთხვევებისა,  როდესაც  ეს  აუცილებელია  სახელმწიფო  ან  საზოგადოებრივი  უსაფრთხოების
უზრუნველსაყოფად, საჯარო ინტერესების, ჯანმრთელობის ან სხვათა უფლებების დასაცავად.

მუხლი 16. რწმენისა და სინდისის თავისუფლებები
1. ყოველ ადამიანს აქვს რწმენისა და სინდისის თავისუფლება.
2. დაუშვებელია ადამიანის დევნა რწმენის ან სინდისის გამო, აგრეთვე მისი იძულება გამოთქვას
თავისი შეხედულება რწმენის ან სინდისის შესახებ.
3. დაუშვებელია რწმენისა და სინდისის თავისუფლებათა შეზღუდვა, თუ მათი გამოვლინება არ
ლახავს სხვათა უფლებებს.

მუხლი  17

.  აზრის,   ინფორმაციის,   მასობრივი   ინფორმაციის   საშუალებათა   და   ინტერნეტის

თავისუფლების უფლებები
1. აზრის თავისუფლება დაცულია. დაუშვებელია ადამიანის დევნა აზრისა და მისი გამოხატვის
გამო. 
2. ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია.
3. მასობრივი ინფორმაციის საშუალებები თავისუფალია.  ცენზურა დაუშვებელია.  სახელმწიფოს
ან  ცალკეულ  პირებს  არა  აქვთ  მასობრივი  ინფორმაციის  ან  მისი  გავრცელების  საშუალებათა
მონოპოლიზაციის უფლება.
4. ყველას აქვს ინტერნეტზე წვდომისა და ინტერნეტით თავისუფალი სარგებლობის უფლება.
5. ამ უფლებათა განხორციელება შეიძლება კანონით შეიზღუდოს ისეთი პირობებით, რომლებიც
აუცილებელია 

დემოკრატიულ 

საზოგადოებაში 

სახელმწიფო 

ან 

საზოგადოებრივი

უსაფრთხოების,  ტერიტორიული  მთლიანობის  უზრუნველსაყოფად,  დანაშაულის  თავიდან
ასაცილებლად,  სხვათა  უფლებების  დასაცავად,  კონფიდენციალურად  აღიარებული
ინფორმაციის  გამჟღავნების  თავიდან  ასაცილებლად  ან  სასამართლოს  დამოუკიდებლობისა  და
მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად.
6.   კანონი   უზრუნველყოფს   საზოგადოებრივი   მაუწყებლის   დამოუკიდებლობას   სახელმწიფო
უწყებებისგან და თავისუფლებას პოლიტიკური და არსებითი კომერციული გავლენისგან.
7.  მედიაპლურალიზმის   დაცვის,   მასობრივი   ინფორმაციის   საშუალებებში   აზრის   გამოხატვის
თავისუფლების   რეალიზების,  მასობრივი  ინფორმაციის  ან  მისი  გავრცელების  საშუალებათა
მონოპოლიზაციის 

პრევენციის   უზრუნველსაყოფად,   აგრეთვე   მაუწყებლობისა   და

ელექტრონული კომუნიკაციის სფეროში მომხმარებელთა და მეწარმეთა უფლებების დასაცავად

შექმნილი   ეროვნული   მარეგულირებელი   ორგანოს   ინსტიტუციური   და   ფინანსური
დამოუკიდებლობა გარანტირებულია კანონით.

მუხლი   18.  სამართლიანი   ადმინისტრაციული   წარმოებისა   და   საჯარო   ინფორმაციის
ხელმისაწვდომობის უფლებები
1. ყველას აქვს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მასთან დაკავშირებული საქმის გონივრულ
ვადაში სამართლიანად განხილვის უფლება.
2.   ყველას  აქვს  უფლება  კანონით  დადგენილი  წესით  გაეცნოს  საჯარო  დაწესებულებებში
არსებულ  ინფორმაციას და  ოფიციალურ  დოკუმენტებს,  თუ  ისინი  არ  შეიცავენ  სახელმწიფო  ან
კომერციულ საიდუმლოებას. 
3.  ყველასთვის  გარანტირებულია  სახელმწიფო,  ავტონომიური  რესპუბლიკებისა  და
თვითმმართველობის  ორგანოთა  და  მოსამსახურეთაგან  უკანონოდ  მიყენებული  ზიანის
სასამართლო  წესით  სრული  ანაზღაურება  შესაბამისად  სახელმწიფო,  ავტონომიური
რესპუბლიკის და ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან.

მუხლი

 19. საკუთრების უფლება

1. საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. 
2.  საჯარო   ინტერესებისათვის  დასაშვებია  ამ  უფლების  შეზღუდვა  კანონით  განსაზღვრულ
შემთხვევებში და დადგენილი წესით.
3.  აუცილებელი  საზოგადოებრივი  საჭიროებისათვის  საკუთრების  ჩამორთმევა  დასაშვებია
კანონით  პირდაპირ  გათვალისწინებულ  შემთხვევებში,  სასამართლოს  გადაწყვეტილებით  ან
ორგანული  კანონით  დადგენილი  გადაუდებელი  აუცილებლობისას,  წინასწარი,  სრული  და
სამართლიანი  ანაზღაურებით.  ანაზღაურება თავისუფლდება  ყოველგვარი  გადასახადისა  და
მოსაკრებლისაგან.
4.   მიწაზე,   როგორც   განსაკუთრებული   მნიშვნელობის   რესურსზე,  საკუთრების  უფლებას
აწესრიგებს ორგანული კანონი.

მუხლი 20

. ინტელექტუალური შემოქმედების თავისუფლება

1.  სახელოვნებო   და   აკადემიური   საქმიანობის  თავისუფლება  უზრუნველყოფილია.
ინტელექტუალური საკუთრების უფლება დაცულია.
2.  შემოქმედებით  პროცესში  ჩარევა,  შემოქმედებითი  საქმიანობის  სფეროში  ცენზურა
დაუშვებელია.
3.  შემოქმედებითი  ნაწარმოების  გავრცელების  აკრძალვა  დასაშვებია   მხოლოდ   სასამართლო
გადაწყვეტილებით, თუ ნაწარმოების გავრცელება ლახავს სხვათა უფლებებს. 
4. კულტურული მემკვიდრეობა დაცულია კანონით.

მუხლი

 21. შეკრების თავისუფლება

1.  ყველას,   გარდა   იმ   პირებისა,   რომლებიც   არიან   შეიარაღებული   ძალების   შემადგენლობაში,
უფლება აქვთ წინასწარი ნებართვის გარეშე შეიკრიბონ საჯაროდ და უიარაღოდ.

2. კანონით შეიძლება დაწესდეს ხელისუფლების წინასწარი გაფრთხილების აუცილებლობა, თუ
შეკრება ან მანიფესტაცია ხალხისა და ტრანსპორტის სამოძრაო ადგილას იმართება.
3. ხელისუფლებას შეუძლია შეკრების ან მანიფესტაციის შეწყვეტა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ
მან კანონსაწინააღმდეგო ხასიათი მიიღო.

მუხლი 22. გაერთიანების თავისუფლება
1. გაერთიანების თავისუფლება უზრუნველყოფილია.
2.  გაერთიანების  ლიკვიდაცია  შეიძლება  მხოლოდ  მისივე ან  სასამართლოს  გადაწყვეტილებით,
კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.

მუხლი 23. პარტიების თავისუფლება
1.  საქართველოს  მოქალაქეებს  უფლება  აქვთ  ორგანული  კანონის  შესაბამისად  შექმნან
პოლიტიკური პარტია და მონაწილეობა მიიღონ მის საქმიანობაში.
2.  პირი,  რომელიც  ჩაირიცხება  შეიარაღებული  ძალების  შემადგენლობაში,  გამწესდება
მოსამართლედ ან პროკურორად, წყვეტს პოლიტიკური პარტიის წევრობას.
3.  დაუშვებელია  ისეთი  პოლიტიკური  პარტიის  შექმნა  და  საქმიანობა,  რომლის  მიზანია
საქართველოს  კონსტიტუციური  წყობილების  დამხობა  ან  ძალადობით  შეცვლა,  ქვეყნის
დამოუკიდებლობის ხელყოფა, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა, ან რომელიც ეწევა ომის
ან ძალადობის პროპაგანდას, აღვივებს ეროვნულ, ეთნიკურ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ
შუღლს. დაუშვებელია პოლიტიკური პარტიის შექმნა ტერიტორიული ნიშნით.
4.  პოლიტიკური  პარტიის  აკრძალვა  შეიძლება  მხოლოდ  საკონსტიტუციო  სასამართლოს
გადაწყვეტილებით, ორგანული კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.

მუხლი

 24. საარჩევნო უფლება

1.  საქართველოს  ყოველ  მოქალაქეს  18  წლის  ასაკიდან  აქვს  რეფერენდუმში,  სახელმწიფო,
ავტონომიური   რესპუბლიკებისა 

და 

თვითმმართველობის 

ორგანოების 

არჩევნებში

მონაწილეობის უფლება. უზრუნველყოფილია ამომრჩევლის ნების თავისუფალი გამოვლენა.
2.  არჩევნებსა  და  რეფერენდუმში  მონაწილეობის  უფლება  არა  აქვს  მოქალაქეს,  რომელიც
სასამართლოს  განაჩენით  განსაკუთრებით   მძიმე   განზრახი   დანაშაულისთვის  იმყოფება
სასჯელის  აღსრულების  დაწესებულებაში  ან  სასამართლოს   გადაწყვეტილებით   ცნობილია
მხარდაჭერის   მიმღებად   და  მოთავსებულია   შესაბამის   სტაციონარულ   სამედიცინო
დაწესებულებაში.

მუხლი 25. საჯარო თანამდებობის დაკავების უფლება
1.  საქართველოს  ყოველ  მოქალაქეს  უფლება  აქვს  დაიკავოს  ნებისმიერი  საჯარო  თანამდებობა,
თუ  იგი  აკმაყოფილებს  კანონმდებლობით  დადგენილ  მოთხოვნებს.  საჯარო  სამსახურის
პირობები განისაზღვრება კანონით.
2.  საქართველოს  პრეზიდენტის,  პრემიერ-მინისტრის  და  პარლამენტის  თავმჯდომარის
თანამდებობა  არ  შეიძლება  ეკავოს  საქართველოს  მოქალაქეს,  რომელიც  იმავდროულად  უცხო
ქვეყნის მოქალაქეა.

მუხლი 2

6. შრომის თავისუფლება, პროფესიული კავშირების თავისუფლება, გაფიცვის უფლება და

მეწარმეობის თავისუფლება
1.  შრომის   თავისუფლება   უზრუნველყოფილია.   ყველას   აქვს   სამუშაოს   თავისუფალი   არჩევის
უფლება. შრომითი უფლებები დაცულია ორგანული კანონით.
2.  ყველას  აქვს  ორგანული   კანონის   შესაბამისად  პროფესიული   კავშირის  შექმნისა  და  მასში
გაერთიანების უფლება.
3.  გაფიცვის  უფლება  აღიარებულია.  ამ  უფლების  განხორციელების  პირობები   და  წესი
განისაზღვრება ორგანული კანონით.
4.  მეწარმეობის თავისუფლება უზრუნველყოფილია.  აკრძალულია  მონოპოლიური  საქმიანობა,
გარდა კანონით დაშვებული შემთხვევებისა. მომხმარებელთა უფლებები დაცულია კანონით.

მუხლი 27. განათლების უფლება
1. ყველას აქვს განათლების მიღებისა და მისი ფორმის არჩევის უფლება.
2.  სკოლამდელი  აღზრდა  უზრუნველყოფილია  კანონით  დადგენილი  წესით.  დაწყებითი  და
საბაზო განათლება სავალდებულოა. ზოგად განათლებას კანონით დადგენილი წესით სრულად
აფინანსებს სახელმწიფო. მოქალაქეებს უფლება აქვთ კანონით დადგენილი წესით სახელმწიფოს
დაფინანსებით მიიღონ პროფესიული და უმაღლესი განათლება.

მუხლი

 28. ჯანმრთელობის დაცვის უფლება

1.  მოქალაქეს  აქვს  უფლება  ისარგებლოს  ჯანმრთელობის  სახელმწიფო   დაზღვევით,  როგორც
ხელმისაწვდომი და ქმედითი სამედიცინო დახმარების საშუალებით. 
2.  სახელმწიფო  აკონტროლებს  ჯანმრთელობის  დაცვის  ყველა  დაწესებულებას,  სამკურნალო
საშუალებათა წარმოებას და ამ საშუალებების მიმოქცევას.

მუხლი

 29. გარემოს დაცვის უფლება

1.  ყველას  აქვს  უფლება  ცხოვრობდეს  ჯანმრთელობისთვის   უვნებელ   გარემოში,  ისარგებლოს
ბუნებრივი გარემოთი და საჯარო სივრცით. ყველას აქვს უფლება  დროულად  მიიღოს  სრული
ინფორმაცია  გარემოს  მდგომარეობის  შესახებ.  გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებების მიღებაში
მონაწილეობის უფლებას უზრუნველყოფს კანონი.
2.   ახლანდელი   და   მომავალი   თაობების   ინტერესების   გათვალისწინებით   გარემოს   დაცვა,
ბუნებრივი რესურსებით რაციონალური სარგებლობა და მდგრადი ეკოლოგიური განვითარება
უზრუნველყოფილია კანონით. 

მუხლი

 30. ქორწინების უფლება

1.  ქორწინება,   როგორც   ქალისა   და   მამაკაცის   კავშირი   ოჯახის   შექმნის   მიზნით,  ემყარება
მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობასა და ნებაყოფლობას.
2.  სახელმწიფო  იცავს  ოჯახის  კეთილდღეობას.  დედათა  და  ბავშვთა  უფლებები  დაცულია
კანონით.

მუხლი

 31. საპროცესო უფლებები

1. ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქმის
სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია. 
2.  ყოველი  პირი  უნდა  განსაჯოს  მხოლოდ  იმ  სასამართლომ,  რომლის  იურისდიქციასაც
ექვემდებარება მისი საქმე.
3. დაცვის უფლება გარანტირებულია.  ყველას   აქვს   უფლება   სასამართლოში   დაიცვას   თავისი
უფლებები პირადად ან ადვოკატის მეშვეობით, აგრეთვე კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში -
წარმომადგენლის   მეშვეობით.   ადვოკატის   უფლებების   შეუფერხებელი   განხორციელება   და
ადვოკატთა თვითორგანიზების უფლება გარანტირებულია კანონით.
4. ბრალდებულს უფლება აქვს მოითხოვოს თავისი მოწმეების გამოძახება და ისეთივე პირობებში
დაკითხვა, როგორიც აქვთ ბრალდების მოწმეებს.
5.  ადამიანი  უდანაშაულოდ  ითვლება,  ვიდრე  მისი  დამნაშავეობა  არ  დამტკიცდება  კანონით
დადგენილი წესით და კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი.
6.  არავინ  არის  ვალდებული  ამტკიცოს  თავისი  უდანაშაულობა.  ბრალდების  მტკიცების
მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს.
7.  დადგენილება  ბრალდებულის  სახით  პირის  პასუხისგებაში  მიცემის  შესახებ  უნდა
ემყარებოდეს   დასაბუთებულ   ვარაუდს,  ხოლო  გამამტყუნებელი  განაჩენი  -  უტყუარ
მტკიცებულებებს.  ყოველგვარი  ეჭვი,  რომელიც  ვერ  დადასტურდება  კანონით  დადგენილი
წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
8. არავის დაედება განმეორებით მსჯავრი ერთი და იმავე დანაშაულისათვის.
9. არავინ აგებს პასუხს ქმედებისათვის, რომელიც მისი ჩადენის დროს სამართალდარღვევად არ
ითვლებოდა. კანონს, თუ ის არ ამსუბუქებს ან არ აუქმებს პასუხისმგებლობას, უკუძალა არა აქვს.
10. კანონის დარღვევით მოპოვებულ მტკიცებულებას იურიდიული ძალა არა აქვს.
11.  არავინ  არის  ვალდებული  მისცეს  თავისი  ან  იმ  ახლობელთა  საწინააღმდეგო  ჩვენება,
რომელთა წრეც განისაზღვრება კანონით.

მუხლი

 32. საქართველოს მოქალაქეობა, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეები

1. საქართველო მფარველობს თავის მოქალაქეს განურჩევლად მისი ადგილსამყოფელისა. 
2.  საქართველოს  მოქალაქეობა  მოიპოვება  დაბადებით  და  ნატურალიზაციით.  საქართველოს
მოქალაქეობის  მოპოვებისა  და  დაკარგვის  წესი,  უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის საქართველოს
მოქალაქეობის მინიჭებისა და საქართველოს მოქალაქის მიერ სხვა სახელმწიფოს მოქალაქეობის
შეთავსების პირობები და წესი განისაზღვრება ორგანული კანონით.
3. მოქალაქეობის ჩამორთმევა დაუშვებელია. 
4. საქართველოდან საქართველოს მოქალაქის გაძევება დაუშვებელია. 
5.   საქართველოს  მოქალაქის  უცხო  სახელმწიფოსათვის  გადაცემა  დაუშვებელია,  გარდა
საერთაშორისო  ხელშეკრულებით  გათვალისწინებული  შემთხვევებისა.  გადაწყვეტილება
მოქალაქის გადაცემის შესახებ შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში.